- Get link
- X
- Other Apps
Posts
IX-დღე
- Get link
- X
- Other Apps
IX-დღე განვიხილეთ მოდული8 სასწავლო პროექტის პორთფოლიოს ჩვენება.ინტელის კურსის სწავლება იყო შრომატევადი და ნაყოფიერი, ვისწავლეთ პროექტის შექმნა, დავგეგმეთ პროექტი, შევქმენით ელექტრონული პორთფოლიო შიგ ჩავალაგე რესურსები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევარი. შესწავლილ საკითხებს გამოვიყენებ პრქტიკაში. უღრმესი მადლობა ქალბატონო ხათუნა პატივისცემით ჟუჟუნა მჟავანაძე
VIII-დღე
- Get link
- X
- Other Apps
VIII-დღე განვიხილეთ მოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავიხსენეთ როგორ უნდა დავსვათ კითხვები, მოსწავლეთა ჩართულობა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, მიმდინარე პროექტში მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი უნდა დარწმუნდეს თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი და უნდა აკვირდებოდეს მათ მუშაობასა და სასწავლო პროცესის შესაბამისობას . ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა,წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებას გადავხედეთ. თვითშეფასების შედეგების მიხედვით გადავაკეთეთ ჩანაწერები. მადლობა დღევანდელი დღისათვის
- Get link
- X
- Other Apps
VI დღე განვიხილეთ მოდული 5. აქტივობა 1;აქტივობა2; აქტივობა3;შევისწავლეთ მოსწავლეთა პროექტის შეფასება, უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,შევისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. რესურსის ჩამონათვალში დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და დავხვეწეთ, გადავხედეთ ხელმეორედ სასწავლო პროექტის გეგმას. მადლობა ქალბატონო ხათუნა დღევანდელი დღისათვის
Iv-v დღე
- Get link
- X
- Other Apps
შუქის პრობლემის გამო,ვერ დავწერეთ მე-4 დღის პრეზენტაცია ამიტომ ერთად ვაკეთებთ მე-4 და მე-5 დღის პრეზენტაციას. მე-4 დღეს განვიხილეთ მოდული 2. აქტივობა 3. განვიხილეთ სხვადასხვა მეთოდები.გავაანალიზეთ თუ როგორ უნდა იყოს შეფასება(გნმსაზღვრელი და განმავითარებელი)შეფასების სტრატეგიებში უნდა განსაზღვროთ მოსწავლის შესაძლებლობები. ვიმუშავეთ შეფასების ჩარჩოს შეფასებაზე. ვისწავლეთ პრეზენტაციის დაგეგმვა . მე-5 დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციაზე, მოვახდინეთ ჩაშენება. განვიხილეთ საავტორო უფლებები. დაგვევალა მოვახდინოთ ურთიერთშეფასება კომენტარის საშუალებით და მოსწავლის სასწავლო ნიმუშის შექმნა. ვიმუშავეთ ტესტებზე.